ახალი ამბები
გორის მერიის ცნობით, ძევერასა და შერთულში ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა
უხვი ნალექის მოსვლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძევერასა და შერთულში ადიდებულმა მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ლიახვმა მიწის ნაკვეთები დატბორა

,,გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი დატბორა. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო. ადგილზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე მობილიზებულია შპს "საქართველოს მელიორაციის" კუთვნილი ტექნიკა.'' - იუწყებიან მერიაში.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები