ახალი ამბები
,,ხაშურელ ბენდს უნდა შეეძლოს საათში 15 სიმღერის შესრულება'' - მერია
ხაშურში 26 მაისის დღის აღსანიშნავად ორდღიანი კონცერტები გაიმართება. ამისათვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო.

ღონისძიებები 26-27 მაისს გაიმართება.

მერიამ ბენდების შესარჩევად ორი კვირის წინ კონკურსი გამოაცხადა, თუმცა კონკურსში არც ერთმა ბენდმა მიიღო მონაწილეობა.

ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, თუ როგორ ბენდს ეძებს მერია კონცერტში მონაწილეობის მისაღებად:

ადგილობრივი ბენდის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 3 წევრი, ბენდს ან ბენდის სოლისტს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ადგილობრივ ან/დასაერთაშორისო პროექტებში, ბენდს უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, ცოცხალი შესრულებით; ბენდმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 15 სიმღერა არანაკლებ 1.00 (ერთი საათი), რეპერტუარში უნდა შედიოდეს როგორც საკუთარი ისე კარგად ცნობილი, პოპულარული სიმღერები.

ბენდი - საქართველოს მასშტაბით ცნობილი პოპ-როკ ჟანრის ბენდის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 5 წევრი (არანაკლებ 1 მდედრობითი სქესის წევრი) (ვოკალი, კლავიში, ბას გიტარა, ელ. გიტარა, დრამი). ბენდს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ქართულ მუსიკალურ სატელევიზიო პროექტებში, მსმენელში მეტი ცნობადობის მიზნით; ბენდს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება; მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ცოცხალი შესრულებით; ბენდმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 1,20 საათიანი პროგრამა. რეპერტუარში უნდა შედიოდეს კარგად ცნობილი, პოპულარული სიმღერების ქოვერები და ბენდის საკუთარი სიმღერები; ბენდი უნდა იყოს გაწევრიანებული საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში და გააჩნდეს ექსკლუზივი - პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს დამადასტურებელი ცნობა საავტორო უფლებათა ასოციაციიდან.

როკ-ბენდმა უნდა შეასრულოს ცნობილი როკ სიმღერების ქოვერების არანაკლებ 45 წუთიან პროგრამას; ბენდის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ 4 წევრი - მათ შორის 1 დრამერი, 1 ბასგიტარისტი, 1 ელექტრო გიტარისტი და 1 ვოკალისტი; როკ ბენდს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული საქართველოს მასშტაბით გამართულ მუსიკალურ ფესტივალებში და კონცერტებში, როკ ბენდის წევრებს მრავალწლიანი სასიმღერო გამოცდილება უნდა გააჩნდეთ როგორც ერთობლივ ჯგუფში მოღვაწეობისას ასევე ცალ-ცალკე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები