ახალი ამბები
ცხინვალში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია
ცხინვალში ნალექთან ერთად ძლიერი ქარი დაფიქსირდა.

ოსური სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ქარმა ქალაქში ხე წააქცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, ხეს ფესვები ჰქონდა დაზიანებული.

რამდენიმე დღეა, კავკასიონის ქედის კალთებზე ნალექია როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით.

ნალექიანი ამინდის გამო, მდინარე დიდი ლიახვი ადიდდა, რომელმაც პრობლემები გორის მუნიციპალიტეტში შექმნა. ეზოები და ნაკვეთები დაიტბორა სოფლებში: ძევერასა და შერთულში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები