ახალი ამბები
გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
კომაროვის სკოლის წარმომადგენელმა, დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე სკოლის ცნობით, დავით კლდიაშვილი რეიტინგული სიის სათავეში დაიკავა ადგილი (მეორე ადგილი).

ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა.

რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2023), რომელიც ანტალიაში გაიმართა, 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ალექსანდრე კორკოტაშვილი, თამარ ფეიქრიშვილი და მირზა შანიძე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. გურამ მაჭარაშვილმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.

საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდის ლიდერი - ლუკა მაჭარაშვილი, თანალიდერი - ლაშა ფერაძე.

ოლიმპიადაზე გამგზავრებისა და მონაწილეობის ხარჯების უდიდესი ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები