ახალი ამბები
გორის 14 სოფელში წელს იგეგმებოდა ტრენაჟორების, სკვერებისა და მოედნების მოწყობა
გორის 14 სოფელში წელს იგეგმებოდა ტრენაჟორების, სკვერებისა და მოედნების მოწყობა, მაგრამ საპროექტო ორგანიზაციამ მიატოვა სამუშაოები.

უფრო კონკრეტულად, სტუდია არქი ვალდებული იყო იანვრიდან მაისამდე შეედგინა პროექტები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მუშაობა არც დაუწყია.

ამის გამო, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოთხოვნით, კომპანია დაჯარიმდება.

კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მერია მართალია და კომპანიის პასუხისმგებლობაა სამუშაოების ვერ შესრულება:

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ სხვა სამუშაოებიც ჰქონდათ აღებული და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გორის პროექტებსაც მოამზადებდნენ:

,,თუმცა, ვერ შევძელით ეს და ამიტომ დაგვაჯარიმეს, მოგვივიდა გადაწყვეტილება და არანაირი პრეტენცია გვაქვს'' - გვითხრა კომპანია სტუდიო არქის წარმომადგენელმა, რომლის ოფისი კახეთში, ალვანში მდებარეობს.

რაც შეეხება გორის პროექტებს, წელს დაგეგმილი იყო შემდეგ სოფლებში შემდეგი სახის სამუშაოები:

სოფელ რეხაში, პატარა საფეხბურთო მოედანზე ხელოვნური საფარის მოწყობა და მოედანთან მისასვლელი ბილიკის მოწესრიგება, ს/კ: 66.54.13.626. სიგანე 15 მ, სიგრძე 30 მ 50 000 ლარი

სოფლებში: კარალეთში, დიდ გარეჯვარში და პატარა გარეჯვარში ტრენაჟორების მოწყობა . (კარალეთი ს.კ. 66.46.18.319.010, სოფ დიდი გარეჯვარი ს.კ. 66.46.13.353.008; სოფ პატარა გარეჯვარი- ს.კ. 66.46.08.268.006) 100 000 ლარი

სოფელ ხურვალეთში "საეკლესიოს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინი მოედნის და მის გვერდით მდებარე წყაროს რეაბილიტაცია /მოპირკეთება 50000

შავშვების დევნილთა დასახლებაში, არსებული მინი მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია. (ს.კ. 66.56.01.310) 50000

სოფელ ზერტში, არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია. (ს.კ. 66.53.02.201 ) 100000

სოფელ კარბის საჯარო სკოლის მოპირდაპირედ საფეხბურთო მოედნის მოწყობა ს.კ 66.51.08.056 100000

სოფელ ბროწლეთში მინი სტადიონის (ხელოვნურსაფარიანი) მოწყობა 100000

სოფელ ოთარშენში, ტრენაჟორების, დასასვენებელი სკამების, ლამპიონების მოწყობა. ს.კ. 66.44.01.450 50000

სოფელ ვარიანში, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო მოედნის მოწყობა ს/კ: 66.43.10.000.008 50000

სოფელ საქაშეთში და ვარიანის მეურნეობაში ტრენაჟორების მოწყობა ს/კ: 66.43.04.003 50000

სოფ ქვახვრელში კალათბურთის მოედნის მოწყობა (ს.კ 66.57.03.179 მიმდებარედ 30/20 მეტრზე) 50000

სოფელ უფლისციხეში კალათბურთის მოედნის მოწყობა ( ს.კ. 66.57.02.278. მიმდებარედ) 50000

სოფელ ქვემო ხვითში მინი სტადიონის მოწყობა (სკ/66.42.03.000.100 მიმდებარედ) 100000

ე.წ. "ხილის პუნქტის" შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად საფეხბურთო ან საკალათბურთო მოედნის მოწყობა. ს.კ. 66.47.05.004. ფართობი 3007კვმ. 100000

სოფელ ნიქოზში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობა. (ს.კ. 66.41.03.046.030 და ს.კ 66.41.03.000.196 მიმდებარედ) 100000

სოფ. ტყვიავში ე.წ. "გიგუაანთ უბნის" სტადიონის შეღობვა 8378 კვ.მ . სკ/66.48.03.202 ს/კ 66.48.15.034 მიმდებარედ) 50000

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები