ახალი ამბები
ახალგორიდან დევნილებს ,,რუმს ყაზბეგში'' დასაქმებას სთავაზობენ
საქართველოს დასაქმების სააგენტო ახალგორიდან დევნილებს ,,რუმს ყაზბეგში'' დასაქმებას სთავაზობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგეობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დასაქმების მსურველებთან შეხვედრას წეროვანში, ახალგორის გამგეობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება.

,,18 მაისს, პირველ საათზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, დასაქმების სააგენტო გამართავს შეხვედრას მოსახლეობასთან. გთავაზობთ "Rooms Kazbegi"- ში ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმებას. დაინტერესებული პირები მობრძანდით ადგილზე გასაუბრებისთვის.'' - წერია განცხადებაში.

გამგეობა ასევე ავრცელებს ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალს შესაბამისი ანაზღაურებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები