ახალი ამბები
15-16 მაისს ერგნეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2 მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

ამავე უწყების ცნობით, დაკავება მოხდა გუშინაც, 15 მაისს.

,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი". ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები