ახალი ამბები
გორის ბულვარის მშენებელი ცდილობს ადიდებული მტკვრის კალაპოტის შეცვლას
გორის ბულვარის მშენებელი ადიდებული მტკვრის კალაპოტის შეცვლას ცდილობს.

მდინარე ლიახვის ადიდების გამო, მტკვრის დონის აწევა გამოიწვია, ხოლო წყლის მასა ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.

კომპანია ,,არალის'' წარმომადგენლები ამჯერადაც ცდილობენ კალაპოტის შეცვლას, რათა ბულვარის მშენებლობა გააგრძელონ.

შეგახსენებთ, გორის მერიის დაკვეთით, მდინარე მტკვრის კალაპოტში ბულვარის მშენებელობა დაიწყო, რომელიც გორის ძველი ხიდიდან იწყება და სასტუმრო ,,გორიინნამდე'' მთავრდება.

პროექტისთვის დაახლოებით 4 მლნ ლარია გამოყოფილი, ათვისებულია 2,8 მლნ ლარი. სამუშაოები 2023 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები