ახალი ამბები
გორი-ნიქოზის მატარებლის სალიანდაგო ხაზი საძოვრად გადაიქცა
გორი-ნიქოზის მატარებლის აღდგენის საკითხი ჯერ ისევ არ განიხილება.

ამის შესახებ გორის სადგურის თანამშრომლები აცხდებენ. მათი თქმით, ამ საკითხზე რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან საუბარიც კი არ ყოფილა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მწყობრიდანაა გამოსული ის სალიანდაგო ხაზი, რომელიც ნიქოზს გორთან აკავშირებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ მოსახლეობა მატარებლის აღდგენას ითხოვს, რადგან დედაქალაქამდე ელმატარებლით ტრანსპორტირება გლეხისთვის ხელმისაწვდომია.

,,მალე დადგება სეზონი, როცა გლეხს დაჭირდება პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა ამის საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს. არც იმას ამბობენ, როდის აღდგება რკინიგზა. ეს ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე'' - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

შეგახსენებთ, გორი-ნიქოზის მატარებლის მოძრაობა პანდემიის დროს შეწყდა. პანდემიის გასვლის შემდეგ, აღნიშნული მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ არ აღდგენილა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები