ახალი ამბები
შიდა ქართლში შიშობენ, რომ მაისის ბალი შესაძლოა ივნისში დამწიფდეს
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში ბლის მოსავალი ბოლო 4 წლის მანძილზე საკმაოდ გაზრდილია.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს ბლის/ალუბლის/ მოსავალმა 7000 ტონაზე მეტი შეადგინა. აქედან 5 000 ტონა შიდა ქართლში მოვიდა.

ეს იმ დროს, როდესაც 2019 წელს ბლისა და ალუბლის მოსავალმა სულ რაღაც 1900 ტონა შეადგინა.

ბლის მოსავლიანობით გამოირჩევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრა და მიმდებარედ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, თითქმის მთელი ზაფხულის განამვლობაში ნალექიანი ამინდები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა ე.წ. მაისის ბალის დროულ დამწიფებას შეუშალოს ხელი.

მაისის ბალი - იგივე კიკვიძის ბალია.

ბიოლოგიური ენციკლობედიის მიხედვით, ,,კიკვიძის ბალი'' მწიფდება მაისის პირველ რიცხვებში. ნაყოფი საკმაოდ კარგად იტანს ტრანსპორტს.

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მაღალი შენების და საკმაოდ განიერ ვარჯს. ყვავილობა ადრეული ახასიათებს, ჯიში თვითსტერილია; მის საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშად ითვლება თათრული შავი და რამონ ოლივა.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო–გულისებრი ფორმის. ნაყოფის კანი მოშავო-მოწითალო ფერისაა, თხელი, მაგრამ მკვრივი. ნაყოფის ხორცი მუქი ფერისაა, რბილი, ნაზი, წვნიანი, ნაკლებად ტკბილი, მცირე მჟავეობით. კურკა საშუალო ზომისაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები