ახალი ამბები
გორის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ
გორის სოფელ ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მცხოვრებს, სიცოცხლის გადასარჩენად, მხარდაჭერა ჭირდება.

განცხადებაში ვკითხულობთ:

ლია იორაშვილი იმყოფება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ლიას დაუდგინდა ქრონიკული B ჰეპატიტი, ცეროზი, აქვს წყალი მუცელში და თირკმელების უკმარისობა, არის დიალეზზე.

სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამ ეტაპზე ლია იორამაშვილს სასწრაფოდ ჭირდება ღვიძლის გადანერგვა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც სამწუხაროდ მის ოჯახს არ აქვს. გადანერგვა ჯდება 45 000 დოლარი. ასევე მისი რთული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თანხების შესაგროვებლად დარჩენილია ძალიან ცოტა დრო. ჩვენ გვაქვს კეთილი ადამიანების დახმარების იმედი. ვისაც აქვს თუნდაც მცირეოდენი თანხის შესაძლებლობა, გთხოვთ დაგვეხმაროთ!

აქვე ვურთავ თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრებს ლარში, დოლარში და ევროში. თანხის მიმღები არის შვილი - ნანა ხარაიშვილი. ასევე ვურთავ ინვოისს საავადმყოფოდან, სადაც მოცემულია გადანერგვის ღირებულება. გთხოვთ რაც შეიძლება მეტმა გადააზიარეთ ეს პოსტი, რომ ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში: ლარში, დოლარში, ევროში.

GE18TB7059445061100014

ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკში: ლარში, დოლარში, ევროში.

GE27BG0000000100929115

თანხის მიმღები: ნანა ხარაიშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები