ახალი ამბები
გორის პატრულმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო ,,ბოლო ზარის'' მანქანა გააჩერა, რასაც უკმაყოფილება მოყვა
გორში უკმაყოფილება მოყვა პატრულის ქმედებას, რომელმაც ბოლო ზარის მანქანა გააჩერა.

საჭესთან მშობელი იჯდა. ფაქტი სტალინის გამზრიზე, რესურსცენტრის ოფისის წინ მოხდა.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, პატრული სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა.

,,ბოლო ზარის მანქანა გააჩერა ზუტად რესურსცენტრის წინ პატრულმა. საჭესთან მშობელი იჯდა. რატომღაც ძალიან ბრაზობდნენ პოლიციელების აბსოლუტურად ადეკვატურ რეაგირებაზე.'' - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისი ინფორმაციით, იმ მანქანაში, რომელიც პატრულმა გააჩერა, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები ფანჯრებიდან მთელი ტანით იყვნენ ამოსულები:

,,ნეტა ამ მახინჯ ტრადიციას დაესვას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ! რა ნახეთ ამ მანქანებით სირბილში! და თუ მაინცდამაინც, საფრთხის ქვეშ როგორ აყენებთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლეს - მანქანიდან მთელი ტანით ამოსულ ბავშვებს ვგულისხმობ.'' - აღნიშნავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

იგი მოუწოდებს მოქლააქეებს, რომ ნუ რისკავენ მათი და მათი შვილების სიცოცხლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები