ახალი ამბები
„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ - აქცია პარლამენტთან
fb/ფოტო: ლუკა ჭოხონელიძე

თბილისში პარლამენტის შენობის წინ იმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.

აქციის მონაწილები აპროსტებენ ერთი მხრივ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილეების შესაძლებლობა მისცა, მეორე მხრივ ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებას, რომლის შედეგადაც აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

„არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ მთავრობას“ სკანდირებენ აქციის მონაწელეები.

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ დღეს თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი თვითმფინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.

უფრო ვრცლად: რადიო თავისუფლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები