ახალი ამბები
ცხინვალში 19-წლის სტუდენტის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ცხინვალში 19-წლის სტუდენტის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 42 და 47 წლის ასაკის მამაკაცები.

19 წლის ვიაჩესლავ თიგიევი ახალგორიდან იყო და ცხინვალის უნივერსიტეტში სწავლობდა. ცხედარი ქალაქ ცხინვალში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხელ-ფეხშეკრული ნახეს და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

სტუდენტი 3 დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ ეკონტაქტებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები