ახალი ამბები
ცხინვალში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - მათ 16 წელი ეძებდნენ
ცხინვალში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც 16 წელია ეძებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ 2007 წელს, რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მომხდარი მკვლელობა.

დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია იმ დღისით, 2023 წლის 19 მაისს, როდესაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულია ცხინვალში, 19 წლის სტუდენტის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი.

არის თუ არა საერთო ამ ორ დაკავებას შორის, ოსურ საინფორმაციო სააგენტოებში არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, 17 მაისს, ცხინვალში ახალგორელი სტუდენტი მოკლეს. ის ქალაქ ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში მკვდარი იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, ხოლო ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები