ახალი ამბები
გორის შპალსაჟღენთი ქარხნიდან მავნე ნივთიერები პერიოდულად დიდი დოზით იფრქვევა
დღეს დილით, გორის შპალსაჟღენთი ქარხნის მილიდან შავი კვამლი ამოდიოდა. გამონაბოლქვი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმაც შეამჩნიეს, თუმცა მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.

მათი განცხადებით, დეპარტამენტის თანამშრომლები ქარხანას მოგვიანებით შეამოწმებენ.

როგორც იურიდიულ სამსახურში გვითხრეს, დილის საათებში მათაც შეამჩნიეს შავი კვამლი:

,,შარშანაც იყო მსგავსი შემთხვევა. ჩვენი თანამშრომლები მივიდნენ და შეამოწმეს. როგორც ვიცი, ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო'' - გვითხრეს იურიდიულ სამსახურში.

რატომ იფრქვევა პერიოდულად დიდი დოზით მავნე ნივთიერებები ჰაერში? ზედამხედველობის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ქარხანაში საწვავად ხის მასალას იყენებენ, თუმცა ზუსტი პასუხი არ გაგვცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები