ახალი ამბები
გორის 3 უბანში კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა
კომბინატის დასახლებაში, ჯორბენაძის ქუჩაზე და ჩკალოვის ჩიხში დიდი ხანია საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია, რაც მაცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა შესაბამის სამსახურს, თუმცა უშედეგოდ.

წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ სპეციალური საწმენდი ტექნიკის არ ქონის გამო მილების წმენდა ვერ ხერხდება. " აღნიშნულ მისამართებზე პრობლებლიმის შესახებ შეტყობინება უკვე შემოსულია. სამწუხაროდ გორის წყალმომარაგების სპეციალური საწმენდი მანქანა შესაკეთებელია, ამიტომ სხვა ქალაქიდან გამოიძახეს შესაბამისი ტექნიკა და დღეს, რაც მოესწრება იმ უბნებს გავაკეთებთ. ხვალაც მთელი დღე დაეთმობა კანალიზაციის საწმენდ სამუშაოებს"- განაცხადა წყალმომარაგების ტექნიკურმა სამსახურმა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები