ახალი ამბები
გორის მერია ბამბეულის ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე მიწას 500 000 ლარად ყიდის
გორში, მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ 6311 კვ/მ მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთი  ბამბეულის ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარეობს და 500 000 ლარად გასხვისდება.

აუქციონში გამარჯვებულმა 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს მინიმუმ 5 000 000 ლარის ინვესტიცია და აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წარმოადგინოს ანგარიში გახარჯული ინვესტიციის ოდენობის შესახებ, რაც უნდა დაადასტუროს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.

ქონების პრივატიზება ხორციელდება "მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებების გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ." საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები