ახალი ამბები
ქაცარავას თქმით კადიროვის გარემოცვამ საქართველოს რეგიონები უპრობლემოდ გაიარა

"კადიროვის ახლო გარემოცვა საქართველოში იმყოფება", - ინფორმაციას ანტისაოუკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა ავრცელებს. ის აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ გუნდს ეკისრება.

"გადმოდიან კადიროველები, გადმოდიან სამთავრობო ნომრებით. მარტო ამ მანქანაზე დამაგრებული ნომრების საერთო ღირებულება 300 ათას დოლარს შეადგენს, რომ არ ვისაუბროთ უკვე თვითონ კორტეჟზე. ვერანაირად ვერ გაამართლებს ახლა "ქართული ოცნება" იმ ფაქტს, რომ კადიროვის გარემოცვიდან თავისუფლად შემოდიან ადამიანები", - აცხადებს ქაცარავა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება. თბილისი, ნატახტარი, ბათუმი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულმინებიანი ავტომობილების ესკორტი გადაიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები