ახალი ამბები
პედაგოგის ცნობით, გორელი მოსწავლეების ნაწილმა ფასების გამო ბანკეტები ხაშურსა და ქარელში გადაიხადა
გორელი პედაგოგის, ირმა ამბარდნიშვილის ცნობით, ბევრმა კურსდამთავრებულმა, წელს, საბანკეტო წვეულებებს ქარელსა და ხაშურში გადაიხადა.

მისი ინფორმაციით, ამის მიზეზი, გორის რესტორნებში მიუღებელი მენიუ და მაღალი ფასები გახდა.

,,ამ პატარს გორში ბოლო ზარიც ჩამთავრდა, ბანკეტებიც. ბევრი გორელი წვეულებებს უკვე ხაშურსა და ქარელის რესტორნებში იხდის? რატომ? გორში ერთიდაიგივე მენიუ! უგემოვნო მუსიკა, ფასები გაბერილი, ცოტა ხანში ცარიელი თეფშებია.. კიდევ ბევრს ვიტყოდი, მაგრამ ესეც კმარა. ხალხი ქორწილს ვერ იხდის ..რა გაუმაძღრობაა? ფასებს რომ გაუტიეთ, რაოდენობა სააფთიაქო დოზის რატომ გაქვთ? ხაშურში ვიყავი ქორწილში, თვალებს და ყურებს ვერ ვუჯერებდი, ვერც ფასზე და ვერც მენიუს მრავალფეროვნებაზე! სირცხვილია რა უკვე ნამეტანი მოგდით!"-აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები