ახალი ამბები
ქარელისა და გორის სოფლები დაისეტყვა
დღეს საღამოს დაახლოებით 19:50 სთ-ზე ქარელისა და გორის სოფლები დაისეტყვა.

განსაკუთრებით დაზარალდნენ ქვემო ხვედურეთის, სკრის, გორიჯვრის, ასევე, ნიქოზის მხარეს მდებარე სოფლები.

მოსახლეობა იტყობინება, რომ სეტყვა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. ძლიერი სეტყვა იყო ქალაქ გორშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, წვიმა და ჭექა-ქუხილი 6-7 ივნისსაცაა ნავარაუდები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები