ახალი ამბები
გორის სასამართლოში სამუშაო პროცესი გაგრძელდა
გორის სასამართლოში სამუშაო პროცესი დღეს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც სასამართლოს ადმინისტრაციულ სამსახურში გვითხრეს, გუშინ, სამართალდამცველებმა მუშაობა მშვიდად დაასრულეს, ხოლო შენობაში არანაირი ასაფათქებელი ნივთიერება აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, გუშინ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სასამართლოს შენობებში ევაკუაცია გამოცხადდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა გაავრცელა ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი ინფორმაცია, რომ მოხდებოდა სასამართლოს შენობების აფეთქება.

ამის გამო, სამართალდამცველებმა შენობების შემოწმება დაიწყეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები