ახალი ამბები
ახმაჯის მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიეტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება:

,,საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის. დღეს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის გახსნილია მოსაბრუნის (რაზდახანის) საგუშაგო. 7 ივნისიდან 8 ივნისის საღამოს 20 საათამდე ლომისობის დღესასწაულისთვის გადაადგილება გამარტივებული წესითაა შესაძლებელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები