ახალი ამბები
სტუდენტებს გამყოფი ხაზიდან, რომლებიც გორში სწავლობენ, 300-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს 300-ლარიანი სოციალური სტიპენდია დაენიშნათ.

ამის შესახებ ბრძანება განათლების მინისტრმა გამოსცა. ბრძანების მიხედვით, ეს სტიპენდია მხოლოდ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეხებათ:

,,პირველად, სპეციალურად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე სემესტრში (მათ შორის იგუსლისმება სემესტრის გასული თვეები), დაენიშნათ ყოველთვიური 300 (სამასი) ლარიანი სოციალური სტიპენდია. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისთვის.'' - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები