ახალი ამბები
სკრაში სეტყვისგან მიყენებულ ზიანს მხოლოდ დაზღვეული ბაღების მფლობელებს აუნაზღაურებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში სეტყვისგან მიყენებულ ზიანს მხოლოდ ადამიანებს აუნაზღაურებენ, რომლებსაც ბაღები დაზღვეულები აქვთ.

ამის შესახებ სკრის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა გვითხრეს.

მათი თქმით, დევნილთა დასახლებაში ბაღები თითქმის არავის აქვს დაზღვეული.

,,დღეს იყვნენ ჩამოსულები სადაზღვევო კომპანიიდან, ოღონდ, სოფელ სკრაში, სადაც დიდი, ჰექტრობით ბაღები აქვთ. როგორც უთხრეს, ზიანს აუნაზღურებენ. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს დაზღვეული. მე რომ მცოდნოდა, მეც დავაზღვევდი. სამწუხაროდ ახლა გვიანია'' - გვითხრა ხეითიდან დევნილმა დოკაძემ.



მან გვაჩვენა ასევე ბაღი, სადაც პომიდვრის ჩითილებია. სეტყვამ პომიდვრის ჩითილებიც დააზიანა.

რაც შეეხება სოფელ სკრას, აქ ორი დღის წინ მოსულმა ნალექმა სეტყვის სახით თითქმის ყველა ბაღი დააზიანა. სოფელი სკრა გამოირჩევა იმით, რომ აქ არის ბლის ბაღები.

,,მაგ დროს ბაღში ვმუშაობდი, მივხვდი, რომ საშინელება მოხდებოდა, რადგან ნელ-ნელა ჩამობნელდა. ხვედურეთის მხრიდან მოდიოდა ეს სეტყვა და აგერ შედეგიც სახეზეა'' - გვითხრს სკრაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები