ახალი ამბები
კასპის მერმა აშშ-დან ხელფასზე მეტი ფულადი შემოსავალი მიიღო
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოჯახის წევრისაგან, რომელიც ემიგრანტია, ერთი წლის განმავლობაში, საჩუქრად 35 000 დოლარი მიირო. ამის შესახებ მაისურაძემ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

როგორც მერის პრესსამსახურმა გვითხრა, ემიგრაცია კასპის მერის დედა, კერძოდ აშშ-ში.

დღევანდელი კურსით, აშშ-დან მიღებული შემოსავალი შეადგენს 91 000 ლარს, მაშინ როდესაც გასულ წელს, მერმა ხელფასის სახით მიიღო 88 289 ლარი.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, მაისურაძემ უძრავ ქონებას თბილისში, ღვინის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი შემატა. კასპის მერმა 336კვ.მ ფართობის მიწა თბილისში 35 532 ლარად იყიდა.

ხელფასის და დედის ნაჩუქარი ფულის გარდა, კასპის მერის შემოსავლებს შორის არის იჯარით მიღებული თანხებიც. დეკლარაციის მიხედვით, მაისურაძემ უძრავი ქონების გაქირავებით, ერთ წელში 11 851 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ვახტანგ მაისურაძეს უძრავი ქონება დეკლარაციის მიხედვით, არ უფიქსირდება. მის უძრავ ქონებებს შორის არის 4 ბინა თბილისის სხვადასხვა უბნებში და მიწები ასევე თბილისში.

საჯარო სამსახურშია დასაქმებული მაისურაძის მეუღლე ხათუნა ვარდოსანიძეც, რომელიც გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის კოორდინატორია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები