ახალი ამბები
მესამე კურსის სტუდენტის რეჟისორობით დღეს გორის თეატრში პრემიერაა
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს კიდევ ერთი პრემიერა გიმართება.

გორის თეატრის სცენაზე დაიდგა მე-19 საუკუნეში მოღვაწე ასევე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა „მზე ისევ ამოვა“;

სპექტაკლის რეჟისორია დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი თენაძე.

გიორგი თენაძემ სპექტაკლის დადგმის უფლება მოიპოვა იმ კონკურსში გამარჯვებით, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოაცხადა. კონკურსი გაიმართა ,,სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. 

სპექტაკლი დამწყები რეჟისორის საკურსო ნამუშევარია.

მაყურებელს ერისთავის თეტრში საპრემიერო ჩვენებაზე, დღეს საღამოს 7 საათზე ელოდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები