ახალი ამბები
,,დილას'' ფეხბურთელთა სავარჯიშო სტადიონი შესაძლოა სარგებლობაში ,,გორი Inn''-ს გადასცენ
,,გორი Inn''-ს სურს, რომ მერიამ ,,დილას'' ფეხბურთელთა სავარჯიშო სტადიონი სარგებლობაში გადასცეს.

ამის შესახებ გვითხრა სასტუმროს წარმომადგენელმა, როდესაც დაგეგმილი ბიზნესფორუმის მოსამზადებელ სამუშაოების დროს, სტუმრებს ტერიტორიას ათვალიერებინებდა.

მისი თქმით, სასტუმროდან ქალაქის უნიკალური ხედები ჩანს, ხოლო სტადიონი, რომელიც სტადიონის წინაა მოწყობილი, გამოითქვა მოსაზრება, რომ მის მოვლაზე სასტუმრომ აიღოს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სასტუმროს სტუმრებს საშუალება ექნებათ სტადიონზე ივარჯიშონ.

რა ფომით სურს სასტუმროს აღნიშნული სტადიონი სარგებლობის უფლებით მიიღოს, ამის შესახებ მენეჯერმა არ განმარტა.

გორის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესმენს მერიისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად აღნიშნული საკითხის ირგვლივ განხილვა ჯერ არ მომხდარა.

სტადიონი მერიის საკუთრებაა. იჯარით აღებული ჰქონდა ჯერ საფეხბურთო კლუბ ,,გორს'', შემდეგ კი ქვემოიჯარე გახდა ს/კ ,,დილა''.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები