ახალი ამბები
„გორიჯვრის" ასასვლელს ვაჟა აბრამიშვილის სახელი მიენიჭა
გორში წმინდა გიორგის სახელობის „გორიჯვრის“ ეკლესიის ასასვლელს ვაჟა აბრამიშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

"ეკლესიის ასასვლელს, რომლის სავარაუდო სიგრძე 1 816 მეტრია, მიენიჭოს ვაჟა აბრამიშვილის სახელი. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც", - აღნიშნულია საკრებულოს განკარგულებაში.

სწორედ ვაჟა აბრამიშვილის თაოსნობით აღდგა "გორიჯვრის" ეკლესია 1978-89 წლებში. უძველესი ქრისტიანული ეკლესია 1920 წელს, მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია.

გორის ყოფილი რაიკომის მდივანი ვაჟა აბრამიშვილი 2017 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხ. ამავე თემაზე:

გორიჯვრის ეკლესიის აღმდგენელი ვაჟა აბრამიშვილი გარდაიცვალა
Print

სტატიის გამოყენების პირობები