ახალი ამბები
როგორ აწამებენ ცხოველებს სასაკლაომდე - ,,რა ვქნა სხვანაირად როგორ წამოვიყვანო?''
გორის სასაკლაზეო ძროხების ტრანსპორტირება კანონდარღვევით ხდება. ადგილი აქვს ცხოველის წამებას.

მძღოლი, რომელსაც დღეს საქონელი მიყავდა, ამბობდა, რომ სხვა ფორმა არ არსებობს. მან გორის ქუჩები უპრომლემოდ გაიარა, ცხოველის წამების ფაქტი შესაძლოა უამრავმა არასრულწლოვანმა დაინახა.. 

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.

კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლები).

ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგიების სპეციალისტები, პაატა და გიული გოგოლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში, სტატისტიკური მონაცემებით, ცხოველთა დიდი ნაწილი ტრანსპორტირებისას იხოცება, რაც გამოწვეულია შეუსაბამო ტრანსპორტირებით.

პირუტყვის ტრანსპორტირება შესაძლებელია, მხოლოდ, ვეტერინართა ზედამხედველობით, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობით. დოკუმენტაციაში აღნიშნული უნდა იყოს გამცილებლის ვინაობა, მარშრუტი, ცხოველის კვების რეჟიმი და ა.შ.გამცილებელი ვალდებულია მიიღოს ზომები ცხოველის ცოცხალი მასისა და ნაკვებობის შესანარჩუნებლად.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არასათანდო ტრანსპორტირებისას იკლებს ცხოველის ხორცის გასავლიანობა, ხოლო აუარესებს ტყავნედულეულის ხარისხს.

თითოეულ მსხვილფეხა საქონელს სჭირდება 2 მ 2 ფართობი, - ახალგაზრდა პირუტყვის და ღორისთვის - 1.6 მ 2 მ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები