ახალი ამბები
კავთისხევში გამართულ დოღში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა დაიკავა
11 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, ე. წ. "იორამის გორას" მიდამოებში დოღში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა.



მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი, ხოლო მესამე ადგილზე თვალადელი გიორგი კაციაშვილი გავიდა.

შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14 ცხენოსანი.

საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.

ღონისძიება მიეძღვნა კავთობის დღესასწაულს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები