ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის სააგენტოს
ადმინისტრაცია წუხს, რომ ბიუჯეტის 92% ხელფასებზე იხარჯება. სააგენტოს
ანგარიშში, რომელიც უწყებამ საკრებულოს გაუგზავნა წერია, რომ ააიპ-ს
მიზერული თანხები რჩება იმის გასაკეთებლად, რაც ევალებათ.
"მოცემულ სიტუაციაში როცა სააგენტოს წლიური ბიუჯეტის 92% შეადგენს
მხოლოდ სახელფასო ფონდი, შეუძლებელი ხდება დარჩენილი მიზერული
თანხებით წლის განმავლობაში იმ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და
განხორციელება, რაც უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს სააგენტოს საწესდებო
მიზნების შესრულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი სააგენტო მთელი წლის
განმავლობაში გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებსა და
ღონისძიებებს", - აღნიშნულია სააგენტოს ფინანსურ ანგარიშში.
მაგალითისთვის, სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების
განყოფილებაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 1 052 107 ლარი გაიცა ერთ
წელში, მაშინ როდესაც ღონისძიებებისთვის 460 383 ლარი დაიხარჯა.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სააგენტოში დასაქმებულია სულ 443
თანამშრომელი, რომლის უმრავლესობაც კერძოდ, 400 თანამშრომელი
ხელშეკრულებით არის დასაქმებული.
ეს ის სააგენტოა, რომლის რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავეს, გირაოთი
გაათავისუფლეს და ბრალდებულები არიან. მათ საქმეებს სასამართლო
იხილავს.
სტატიის გამოყენების პირობები