ახალი ამბები
გორელი ფერმერებისთვის შექმნილი ვებ-გვერდის რუსულენოვანი ვერსიაც შეიქმნება - სააგენტო
გორელი ფერმერებისთვის შექმნილი ვებ-გვერდის agrofarm.ge რუსულენოვანი ვერსიის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ, ინფორმაცია გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ საკრებულოს მიაწოდა. რუსულენოვან ვერსიასთან ერთად, იქნება ინგლისურენოვანი ვერსიაც.

"სამომავლოდ, ვებ-გვერდი იფუნქციონირებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გლეხებსა და ფერმერებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად გაზარდონ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხო ქვეყნების ბაზარზეც", - აღნიშნულია სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ანგარიშში.

სააგენტო ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ვებ-გვერდზე გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეუძლიათ უფასოდ განათავსონ ინფორმაცია მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ და პოტენციურ მომხმარებლებს შესთავაზონ გასაყიდი საქონელი და მომსახურება.

ვებ-გვერდზე  წერია, რომ აგროფარმას პორტფოლიოში შეხვედებით ისეთი მსხივლ ევროპულ თუ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც აგრარული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვან და უახლეს ტექნოლოგიებს ქმნიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები