ახალი ამბები
წყალმოვარდნა ლევიტანაში
დღეს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლევიტანის მოსახლეობა დააზარალა.

წყლის ნაკადმა სოფლის ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლა. დაზიანდა მისასვლელი გზები.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, სავალი გზები დახრამულია და გადაადგილება შეუძლებელია.

ისინი ხელისუფლებას ყურადღებას სთხოვენ.

სოფელი ტანის ხეობაში მდებარეობს და ერთ-ერთი ბოლო სოფელია ამ ხეობაში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები