ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს
შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს მიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება დააკმაყოფილა, ხოლო გუბერნატორის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს.

ამ ეტაპზე უცნობია ყოფილი გუბერნატორის მომავალი თანამდებობა. გიორგი კვირიკაშვილმა რუსიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ქართუ ბანკის" შიდა ქართლის სერვისცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი რუსიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე რეგიონს შემდეგი გუბერნატორები ჰყავდა:

ირაკლი ბოჭორიძე, დავით ქობლიანიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ქარელი, ლადო გეგელაშვილი, ლადო ვარძელაშვილი, სულხან სუხაშვილი, ზურაბ ჩხეიძე, ანდრო ბარნოვი
Print

სტატიის გამოყენების პირობები