ახალი ამბები
რა გავლენა აქვს პესტიციდებს თაფლის ხარისხზე? - გორის უნივერსიტეტისა და 5 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი დაფინანსდა
საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა პროექტი, რომელსაც გორის უნივერსიტეტი, ასევე, მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის წარმომადგენლები და მოსწავლეები განახორციელებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტის სახელწოდებაა ,,ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და მძიმე მეტალების ზეგავლენა თაფლის ხარისხზე შიდა ქართლში ".

პროექტის ხელმძღვანელია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, თინათინ იოსებიძე;

თანახელმძღვანელი კარალეთის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი - ნელი ნაოჭაშვილი; ასისტენტი - ქეთევან გელაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

პროექტში ჩართულნი არიან: სვენეთის საჯარო სკოლა - მასწავლებელი ლია ჯილავდარი; ქვეშის საჯარო სკოლა - მასწავლებელი მაია ავსაჯანიშვილი,; ბერშუეთის და ქვემო სობისის საჯარო სკოლები - მასწავლებელი თამარ ბერიძე.

ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წელს გამოაცხადა კონკურსი – "მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით".
Print

სტატიის გამოყენების პირობები