ახალი ამბები
კასპის სოფელ თელიანში მამაკაცი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში  მამაკაცი დაჭრეს.

პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ეძებს. როგორც ადგილობრივებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ერთი პაციენტია შემოყვანილი. ორი ჭრილობა აქვს ბარძაყის და ბოქვენის არეში. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, ჭრილობები დამუშავდა. ამჟამად იმყოფება ემერჯენსის განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ. ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, დამუშავდა ჭრილობები. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური, რამე განსაკუთრებული სიმძიმე არ აქვს”, - კლინიკა “მეფალფას” ქირურგი მალხაზ ლომიძე.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი - 117-ე და 236-ე მუხლებით. რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ერთ-ერთი ვერსიით, თელიანში საქმის გასარჩევად კასპიდან ჩავიდნენ.

გორისა და კასპის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში რეიდები ჩატარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები