ახალი ამბები
2022 წელს ხაშურში კოვიდით 11 ადამიანი გარდაიცვალა - ჯანდაცვის ცენტრი
გასულ 2022 წელს ხაშურში კოვიდით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა.

მისი თქმით, გასულს წელს, მუნიციპალიტეტში სულ 7368 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7357 გამოჯანმრთელდა:

,,გეგმიური შემოწმება უტარდებათ 14 დღეში ერთხელ პედაგოგებს, შსს თანამშრომლებს, სასულიერო პირებს და ა.შ.'' - განაცხადა ანგარიშის წარდგენინსას ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები