ახალი ამბები
ტირძნისთან მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

“მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, როგორ და რანაირად, არ ვიცი”, - გვითხრა მერის წარმომადგენელმა ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ გოგინაშვილმა.

მისი თქმით, დაღუპულია 10 წლის ასაკის ბიჭი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები