ახალი ამბები
გორში 8 მარტს ბიჭმა გოგო ცემა
გორის პოლიცია იმ ახალგაზრდა მამაკაცს ვერ პოულობს, რომელმაც საღამოს საათებში გოგო უამრავი ადამიანის თვალწინ ცემა.

ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ინციდენტი 8 მარტს გორის ცენტრში მოხდა.

მაღაზიის გამყიდველის შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე გაუხსნელია.

,,მოქალაქისგან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს აღარავინ დახვდა. გოგოც და ვაჟიც წასულები იყვნენ. მათ კი არავინ იცნობდა" - გვითხრეს შს პრესსამსახურში.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, მაღაზიის გამყიდველი გარეთ ხმაურზე გავიდა და ვაჟს გოგოს მიმართ პატივისცემისკენ მოუწოდა.

,,წადი, შენიც დედაც..." - ასეთი პასუხი მიიღო მაღაზიის გამყიდველმა და გოგოს ცემა გააგრძელა.

გოგოს ვაჟი გამეტებით ურტყავდა და უცნობ მამაკაცთან მიწერილ ტექსტური შეტყობინების გამო აგინებდა.

გოგო რამდენიმე გამვლელი მამაკაციც მიეხმარა და სიტუაცია განიმუხტა. სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვაჟმა გამვლელებთან კამათიც დაიწყო.

სიტუაცია განიმუხტა. ცოტა ხანში ვაჟმა და გოგომ გზა ხელგადახვეულებმა გააგრძელეს.

ამ ეტაპზე პოლიციელებს პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები