ახალი ამბები
იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის გორის ბიუჯეტში თანხა გამოიყო
გორის მუნიციპალიტეტის მერია იშვიათი დაავადების - იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების მკურნალობას დააფინანსებს. შესაბამისი ცვლილება გორის მერიის ბიუჯეტში უკვე შევიდა.

"მერიის შესაბამის სამართლებრივ აქტში შევიდა ცვლილება, რაც ითვალისწინებს იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების სამედიცინო კვლევების თანადაფინანსებას არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 2000 ლარის ამოწურვამდე, ასევე დადგენილებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იუვენილური რევმატოიდული ართრიტით და კაზაბახ–მერიტის სინდრომით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარებას ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული დახმარების გაცემა შესაძლებელია საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაშიც.

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა და 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. იგი განსხვავდება მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ.

დაავადების მიზეზი უცნობია.

სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვა და არაადეკვატური მკურნალობა, აუარესებს დაავადების პროგნოზს. ხასიათდება ისეთი თანმდევი გართულებებით როგორიცაა:

მსხვილი სახსრების მცირერიცხოვანი დაზიანება;
პათოლოგიურ პროცესში ხერხემლის კისრის ნაწილის ჩართვა;
თვალის ხშირი დაზიანება;
სისხლში რევმატოიდული ფაქტორის იშვიათი გამოვლენა;

შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და პროგნოზი, მაგრამ ხშირი სისტემური გამოვლინებები.

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაავადება შესაძლოა იყოს შედეგი წარმოშობის:

სტრეპტოკოკული;
სტაფილოკოკური;
ვირუსული (წითურას ვირუსი, ადენოვირუსები).
დაავადების დროს იცვლება სახსრის სტრუქტურა. სახსარი კარგავს ფუნქციას, რისთვისაც ის არსებობს – მოძრაობის უნარს, ვითარდება ამოვარდნილობები, ქვეამოვარდნილობები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები