ახალი ამბები
სამხედრო ჰოსპიტლის სამხრეთით მანქანების გაჩერება იკრძალება
გორში, სამხედრო ჰოსპიტლის სამხრეთით - ზურაბ ანტონოვის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის, ზურაბ ანტონოვისა და ბათუმის ქუჩების კვეთებთან მანქანების გაჩერება იკრძალება.

მერიის მიერ საკრებულოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ ზურაბ ანტონოვის ქუჩის მონაკვეთი, დავით აღმაშენებლის გამზირიდან პეტრე ბაგრატიონის ქუჩამდე წარმოადგენს სიგანეში ვიწრო მონაკვეთს, ქუჩის ორივე მხარეს ავტოტრანსპორტის პარკირება ხელს უშლის ავტოტრანსპორტის მოძრაობას.

"მერიამ შეისწავლა მითითებული საკითხი საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსთან ერთად და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო საშუალებების საცობების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსდეს ამკრძალავი საგზაო ნიშნები - გაჩერება აკრძალულია", - აღნიშნულია საკრებულოს განკარგულებაში.

საკრებულოს 14 ივლისის სხდომაზე  საკითხს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები