ახალი ამბები
ცხინვალის უნივერსიტეტის ცნობით, ტელეგრამ არხი ,,ცხინვალის მაცნე'' ქართველი და ინგუში სტუდენტების მიმართ სიძულვილს აღვივებს
ოსურმა ონლაინ მედია "Чъребайы хъӕргӕнӕг"-მა (,,ცხინვალის მაცნემ'') ტელეგრამ არხზე ერთ-ერთი მოქალაქის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია:

"ნუღარაფრის გაგიკვირდებათ, პირველად ისტორიაში სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში 60 ინგუში ჩაირიცხა. მე დღემდე არ მსურს ეს დავიჯერო. ჩემთვის მიუღებელია ჩემს ქალაქში ინგუშებმა რომ ისეირნონ!!!"

ამა წერილში აღნიშნულია, რომ ქართველები სწავლობენ და მუშაობენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში.

აღნიშნულ წერილს უნივერსიტეტის მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელი ალლა ჯიოევა გამოეხმაურა. ჯიოევა აღნიშნავს, რომ ეს არის ეთნიკური სიძულვილის გაღვივების მცდელობა, რომლის განმეორების შემთხვევაში,  შესაბამის დოკუმენტებს გადაუგზავნის კგბ-ს და ,,ეფესბეს''

განცხადება უნივერსიტეტი ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა:

,,ყოველწლიურად სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირიცხებიან არა მხოლოდ აბიტურიენტები სამხრეთ ოსეთიდან, არამედ რუსეთის ფედერაციიდან, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდანაც. ძირითადად, განათლების კორესპონდენციის ფორმას ირჩევენ.

,,სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმღებ კომიტეტს ჩრდილოეთ კავკასიიდან ათობით აპლიკანტმა მიმართა. მათ შორის არიან განმცხადებლები ჩრდილოეთ ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ა.შ.''

,,შესარჩევმა კომისიამ აღნიშნა, რომ დღეს ინგუშეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული აპლიკანტები არ არიან მათ შორის, ვინც საბუთები წარადგინა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.''

,,მაგრამ თუ ინგუშეთიდან ჩამოსული აპლიკანტები საბუთებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმღებ კომიტეტს წარუდგენენ, ისინი მიიღებიან.''

,,უნივერსიტეტი არავის მისცემს უფლებას სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ ეთნიკური შუღლისა და სიძულვილის გაღვივების.''

,,ანონიმური წერილების ავტორთა ინფორმაციით, ქართველები სწავლობენ და მუშაობენ სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში, ინგუშეთიდან ბევრი ახალგაზრდაა ჩრდილოეთ ოსეთის უნივერსიტეტებში.''

,,ეთნიკური სიძულვილის გაღვივების შემდგომი მცდელობის შემთხვევაში, ჩვენ შესაბამის დოკუმენტებს გადავუგზავნით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს და რუსეთის ფედერაციის ეფესბე-ს.''

,,სამხრეთ ოსეთი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენ პატივს ვცემთ როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის ღირსეულ წარმომადგენლებს.
'' - ვკითხულობთ ალლა ჯიოევას განცხადებაში.

ცხინვალის უნივერსიტეტის ვებ-გვერდით ცნობილი ხდება, რომ ინჟინერულ-ტექნიკური დისციპლინის კათედრას ნამშურიძე გენრიეტა ხელმძღვანელობს.

რუსული ენის კათედრაზე ლაბორანტად მუშაობს ადუაშვილი მარინა.

ინგლისური ენის კათედრაზე პედაგოგია ირინა მარგალიტაძე, ხოლო ფიზაღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრაზე პედაგოგია ლაფაჩი დავითი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები