ახალი ამბები
ანსამბლ ,,ყინწვისის'' წევრებმა ხანდაზმულთა პანსიონატში კონცერტი გამართეს
ანსამბლ ,,ყინწვისის'' წევრებმა ხანდაზმულთა სახლში კონცერტი გამართეს.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი პაატა ხურცილვა აცხადებს, ეს იყო პირველი კონცერტი, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის სახელწოდებაა - ,,ვაჩუქოთ ბედნიერი დღეები ხანდაზმულებს''

,,გადავწყვიტეთ ჩვენი შემოქმედებით გავახაროთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს არის იდეა, რომლის გარშემოც გავერთიანდი, ჩემს გუნდთან ერთად. ეს ადამიანები ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს სითბოს და სიყვარულს…'' - აღნიშნავს ხელმძღვანელი.

ხანდაზმულთა პანსიონატი, რომელსაც ქარელელი მოცეკვავეები ესტუმრნენ, თბილისში, ვარკეთილში მდებარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები