ახალი ამბები
გორიდან უფლისციხის მუზეუმამდე გარეგანათების მონტაჟი ოქტომბერში დასრულდება
უფლისციხის მუზეუმამდე გარეგანათების მონტაჟი მიმდინარეობს.

კომპანია ,,აკაენერჯიმ'' სამუშაოები 25 ივლისიდან დაიწყო. სრულად განათდება გზა, რომელიც იწყება ხიდისთავის შესასვლელიდან.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 3 თვეში, ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

გორის მერიის ბიუჯეტიდან გარეგანათების მონტაჟისთვის 300 300 ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები