ახალი ამბები
,,წყალი ორ დღეში ერთხელაც არ მოდის'' - სოფელი რენე
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში უწყლობაა. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა კასპის მერიას ოფიციალურად მიმართა.

მიმართვის წერილში ვკითხულობთ:

,,ახლა როცა პაპანაქება სიცხეა და ორ დღეში ერთხელაც აღარ მოდის, რაშია საქმე?  ხომ ვერ მეტყვით?! ნელნელა იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ, რომ მერე საერთოდ აღარ გამოუშვათ წყალი, თუ რა ხდება ?!

ვისაც არ გვაქვს 5 ტონიანი წყლის ავზები და არც იმის ფუფუნება, რომ სხვა სოფლებიდან ვზიდოთ წყალი ხალხო, წყალიი!!! იმათ რა ვქნათ? დავიხოცოთ?

და კიდევ იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც არაფრად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი, ცოტა ხანში თქვენც რომ ნახირში გაგყარონ, თქვენივე საქონელთან ერთად, არც მაგაზე იტყოდით უარს, ხომ?

- არავინ არაფერს ამბობს და მარტო მე ხო არ ამოვიღებ ხმას …იიიიი ტაშიიი..

მეტის ღირსები ხართ!

არჩევნების დრო რომ მოვა, ხომ მობრძანდებით ისევ? მეხი კი დაგაყარეთ მაგ თავებზე.'' - წერს მოქალაქე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები