ახალი ამბები
ჯავის რაიონში მოსახლეობას ღორები ეხოცება
ჯავის რაიონში მოსახლეობას ღორები ეხოცება. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გარე სივრცეში ღორების გაშვებისგან თავი შეიკავონ.

ე.წ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახოცილი ღორების ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევებისთვის რუსეთში გაგზავნეს.

ლაბორატორიული დასკვნის მიღებამდე, როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ყველა რაიონში ვეტერინარული პრევენციული ღონისძიებები ტარდება ინფექციური ღორის აფრიკული ჭირისა და ამ დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები