ახალი ამბები
გორში რესტო ბარის მფლობელი ბიზნესს ყიდის და ამერიკაში მიდის
გორში რესტო ბარის მფლობელი ბიზნესს ყიდის და ამერიკაში მიდის.

როგორც მფლობელმა, იოსებ ბაბაევმა გვითხრა, შეუძლებელია რუსეთის ოლქად ქცეულ სახელმწიფოში ცხოვრება და მუშაობა.

მანამდე რესტორნის ოფიციალუ გვერდზე განცხადებაც გამოქვეყნდა:

,,ამოგვეწურა ყველა იმედი. წავალთ ჩვენც ამერიკაში, ვიპოვნით ბედნიერებას. საქართველოს არ უწერია ბედნიერება სანამ ილი ჭავჭავაძის ღვაწლს აბუჩად აიგდებენ, სანამ გიორგი ანწუხელიძის თავდადებას აუფასურებენ, სანამ გმირთა ხსოვნას, მანქანებიდან ბოლო ხმაზე რუსულ სიმღერებს მიუძღვნიან და კიდევ სანამ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჟიული შარტავას მკვლელებს არ დასჯიან,და პუტჩისტებს პარლამენტიდან არ გამოაპანღურებენ ... სანამ...სანამ'' -  წერია განცხადებაში.

რესტო-ბარი ,,ბლექ სთარი'' 2017 წელს გაიხსნა.

 



ეს ის რესტორანია, რომელიც 2023 ლის 7 აპრილს ,,რესტო-ბარ ბლექ სტარსი შეუერთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს და სანქცირებულ მოსამართლეებს რესტო ბარის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა.

რესტორნის მფლობელი სოსო ბაბაევი სანქცირებულ მოსამართლეებს ურჩევდა, რომ წავიდნენ ტაგანროგში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები