ახალი ამბები
ბობნევში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ამოიწმინდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სასმელი წყლის სათავე - რეზერვუარი ამოსაწმენდია, ასევე გამოსაცვლელია სახურავი.

როგორც გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა დაადგინა, ასამაღლებელია რეზერვუარის კედლებიც.

ბობნევის სასმელი წყლის სისტემა 2020 წელს მოეწყო.

ამჟამად, ინფრასტურის სამსახურის ცნობით, მოეწყობა დამატებითი დრენაჟის სისტემა, რადგან მოსალოდნელია დამატებითი მარაგის შევსებაც.

ზაფხულის პერიოდში ბობნევში დამსვენებელთა რაოდენობა მატულობს., შესაბამისად სასმელ წყალზე მოთხოვნა იზრდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები