ახალი ამბები
,,კვირაში ერთხელ ცლიან'' - ხელთუბნის შიდა უბნებზე ანტისანიტარიის კერებია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, შიდა უბნებში ნაგვის ურნები ერთი კვირის განმავლობაში არ იცლება.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, არის შემთხვევები კვირაში ორჯერაც გაუტანიათ, თუმცა, ძირითადად, ეს იშვიათად ხდება.

ზაფხულის პირობებში გადავსებული ურნები ანტისანიტარიის კერას ქმნიან, დგას სუნი.

განსხვავებული სიტუაციაა ცენტრალურ გზაზე განთავსებულ ურნებზე. სპეცმანქანა უფრო ხშირად მთავარი მაგისტრალის გასწვრივ არსებულ ურნებს ათავისუფლებენ ნარჩენებისგან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები